გორთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე მანქანა დაიწვა

  • ptn.ge
  • 8 ივლისი 18:33

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაიწვა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ევაკუატორს გადაჰყავდა.

ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ხანძრის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს.

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge