"ოსებს და აფხაზებს მკურნალობაზე უარი უნდა ვუთხრათ და ვაიძულოთ, ქართველებს წესიერად მოექცნენ"

  • resonancedaily.com
  • 22 ნოემბერი 15:22

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში შექმნილ ვითარებაზე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ:

"უკვე წლებია საქართველოს ხელისუფლება - მოქმედი და წინაც - თავს იწონებენ იმით, რომ ცხინვალელ ოსებს და აფხაზებს უფასოდ მკურნალობენ. ამ დროს აფხაზებიც და ოსებიც ქართველებს ხოცავენ და ამაზე არავინ აგებს პასუხს. ვაჟა ექიმი რომ დააკავეს, სოციალურ ქსელში ვიღაცამ დაწერა, რომ მოდით სამხედრო გზა გადავკეთოთო და ქოცების არმიამ კინაღამ ჩაკლა.

ეს გზა დღეს თოვლმა ჩაკეტა. მიმაჩნია რომ გზაც უნდა გადავკეთოთ, ოსებს და აფხაზებს მკურნალობაზეც უნდა ვუთხრათ უარი და ვაიძულოთ, ქართველებს წესიერად მოექცნენ. ამასთან სუსი და შსს იმედია განმარტავენ. როგორ უთვალთვალებდა ოსური უშიშროება ქართველ ექიმს. საიდან ჰქონდათ მასზე ინფორმაცია.

პ.ს. არჩილ ტატუნაშვილი გახსოვთ იმედია, მაგის მკვლელობაში ლომის წვლილი ახალგორის იქაურმა გამგებელმა შეიტანა. მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მაგის დაცვის წევრი აქ გადმოათრიეს და უმკურნალეს. თავად ამ დამპალს კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე ჰყავს საყვარელი. ქართველი კდემამოსილი ქალი, რომელთან გადმოდიოდა ჟინის დასაცხრობად.

ეს ინფორმაცია თავის დროზე სუსს ზვიად კუპრავამ მიაწოდა. და კიდევ, ამ დამპალ და აყროლებულ მკვლელს მცხეთაში კარგი სახლი უდგას, რომელსაც ჩვენი პოლიცია იცავს" - წერს შორენა მარსაგიშვილი.


სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com