მოძრაობა "გაბედეს" ულტიმატუმი სუსის უფროსს

  • 22 ნოემბერი 15:23

ამ წუთებში მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ.

აქტივისტების მოთხოვნაა 10 წუთში ჩამოვიდეს სუსის უფროსი და არსებულ კითხვებზე გასცეთ პასუხი.  წინააღმდეგ შემთხვევაში კანონისმიერი გზებით მოახდენენ ვაჟა ფშაველას ქუჩის პარალიზებას.


"დროის ათვლა ამ წუთიდან დავიწყეთ, თუკი სუსის უფროსი არ ჩამოვა და არ გაგვესაუბრება ჩვენ მოვახდენთ ვაჟა-ფშაველას ქუჩის პარალიზებას," - ამბობს "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი.


მათივე ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ოთარ ბექაური და "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი.