ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

  • 22 ნოემბერი 14:54

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით საფლავზე მივიდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს ლილუაშვილის მოადგილეებმა შენგელი ფიცხელაურმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გიგა ნიკოლეიშვილმა და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა.


ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.