Tesla-მ ახალი პიკაპი წარადგინა - ვიდეო

  • fortuna.ge
  • 22 ნოემბერი 14:36

Tesla–მ ახალი პიკაპი წარადგინა და ის არც ერთ აქამდე გამოსულ მოდელს არ გავს. ავტომწარმოებელმა ელექტრონული ყველგანმავალი კალიფორნიაში, ლოს–ანჯელესის ავტოსალონზე გამოიყვანა.

როდესაც ავტომობილი სცენაზე გამოჩნდა, მაყურებელთა უმრავლესობამ ვერ დაიჯერა რომ ეს სწორედ ის პიკაპი იყო რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ. The Cybertruck ისე გამოიყურება თითქოს ავტომობილი კი არა ხელოვნების ნიმუშია.


ექსტერიერი მთლიანად მეტალისგანაა დამზადებული და როგორც მასკმა განაცხადა, ეს ზუსტად ის მეტალია რომელიც კოსმოსური ხომალდის SpaceX–ისთვის გამოიყენა. მსგავსი ჯავშანი მანქანას ტყვიაგაუმტარს ხდის, ყოველშემთხვევაში, მცირეკალიბრიან იარაღს ის ნამდვილად გაუძლებს.


სალონი ბრენდის ტრადიციების მიხედვით მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული და ყველა სისტემა ერთი პლანშეტით იმართება.


და ბოლოს, პიკაპის მაქსიმალური სიჩქარე 177 კმ/სთ–ია და სვლის მარაგი კი 400 კილომეტრს შეადგენს.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge