ქუთაისში საკრებულოს "ნაცმოძრაობის“ დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

  • imedinews.ge
  • 22 ნოემბერი 14:29

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომი ვერ დაადეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 


ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს. ადგილზე იმყოფება თავად დიმიტრი მხეიძეც.


 


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge