ძაღლის 12 ჯიში, რომელიც არ ყეფს!

  • 22 ნოემბერი 14:03

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...

ბასენჯი



ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი იდეალურია ბინაში ყოლისთვის. მას უჩვეულო ხორხი აქვს და ყეფის ნაცვლად, წკმუტუნებს. თუმცა ნუ შეგეშიონდებათ, ამას იგი უმიზეზოდ არასდროს აკეტებს. ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანია. უბრალოდ, თქვენგან მას პოზიტიური გარემო და ადეკვატური მოქცევა სჭირდება.


 


გერმანული დოგი



იგი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ფიზიკური დატვირთვა. უყვარს ბავშვები და ოჯახის საუკეტესო მეგობარია. მართალია, მან იცის ყეფა და თან ხმამაღალიც, თუმცა ძალიან იშვიათად.


 


ნიუფაუნდლენდი



ეს „ძიძა ძაღლი“ საოცრად კეთილგანწყობილია ბავშვების მიმართ. ადვილად იწვრთნება, კარგად ეგუება ცივ კლიმატს, საუკეთესო მოცურავე და მაშველია. არ არის ხმაურიანი და ძალიან იშვიათად ყეფს.


 


ინგლისური ბულდოგი და ფრანგული ბულდოგი



მათ უყვართ და ესაჭიროებათ კიდეც ადამიანებთან ახლო კონტაქტი. ისინი ცნობილები არიან იმით, რომ ყველაზე მეტად ტახტზე თვლემა სიამოვნებთ. იშვიათად ყეფენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც უნდათ და თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობენ იმისათვის.


 


ირლანდიური სეტერი



იგი თავისი ხასიათით ჭეშმარიტი ჯენტლმენია. როცა ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშით სათანადოდ დატვირთულია, ფაქტობრივად, არ ყეფს.


 


კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი



მათ მოსწონთ მყუდროება და ყოველთვის ცდილობენ პატრონის გულის მოგებას. ჩარლზ სპანიელი უბედნიერესია, როცა პატრონის გვერდითაა. იგი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ მაშინ ყეფს, როცა პატრონი დიდი ხნით ტოვებს.


 


მწევრები



მათ მშვიდი ხასიათი აქვს. ძალიან იშვიათად ყეფენ. უყვართ ბავშვებთან კონტაქტი და მაშინაც კი უხმაუროდ იქცევიან, როცა ბინაში ბავშვებს ეთამაშებიან. პრინციპში, ისინი ხომ საგანგებოდ მონადირე ჯიშია, რომელსაც შეუძლია, უჩუმრად სდიოს მსხვერპლს.


 


შიბა ინუ



ეს იაპონური ძაღლი ძალიან მეგობრულია. ეს ჯიში ნადირობისთვის გამოიყვანეს, ამიტომ ის სწრაფი და გონიერია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას. ყეფს მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან გააბრაზებენ.  


 


კოტონ დე ტულერი



ტულერები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გონიერი, ერთგული და მოსიყვარულე ძაღლები არიან, ამიტომ მათი მფლობელები თაყვანს სცემენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს.
ასეთ თაყვანისცემას მიჩვეული ტულერი მხოლოდ მაშინ ყეფს, როცა პატრონისგან სითბო და ყურადღება დიდი ხნით მოაკლდება.


 


სენბერნარი



იგი, როგორც წესი, ოჯახის მოსიყვარულე და ერთგული წევრი ხდება. ყეფს მხოლოდ გასაფრთხილებლად და, საჭიროების შემთხვევაში, ყურადღების მისაქცევად.


 


ჩაუ-ჩაუ



ის დამოუკიდებელი, მშვიდი და ძალიან დაკვირვებული ძაღლია. თუკი მან დაიყეფა, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც საეჭვის გადააწყდა. ყეფა ამ ჯიშის თავდაცვითი რეაქციაა.


 


მალამუტი



ძალიან ერთგული და გონიერი. მას არანორმალური ამტანობა ახასიათებს. იგი, ფაქტობრივად, არ ყეფს, თუმცა სერიოზულ წვრთნას და სისტემატურ ვარჯიშს საჭიროებს. გარეგნულად საოცრად ჰგავს ჰასკის.