ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა რურუას საქმეზე - თქვენს სახლში რომ იპოვონ 48 ცოცხი, ხომ იფიქრებენ, რომ დალაგებისადმი გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება?

  • 8 ივლისი 00:49

„ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა, -ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს როგორც ფორმალური ადვოკატი, ასევე არაფორმალური ადვოკატები ამ პოლიტიკური ძალის სახით, მათი პოლიტიკური და სამართლებრივი დეკვალიფიკაცია მე უბრალოდ მაოცებს. როდესაც ადამიანს 48 რეგისტრირებული იარაღი აქვს, მეტყველებს თუ არა ეს იმაზე, რომ მას აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. მას აქვს 48 რეგისტრირებული იარაღი და არც ერთის ტარების უფლება. ამიტომ როდესაც სასამართლოზე წარდგება ბრალდება, მე რომ წარმოვადგენდე ბრალდების მხარეს, ვეცდებოდი, ნაფიც მსაჯულებს თუ მოსამართლეს ვუთხრა, რომ იმ კონკრეტული მტკიცებულებების გარდა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერდიქტის გამოტანის დროს მოსამართლე ხელმძღვანელობს, ერთი მხრივ, ბრალდებულის პიროვნებით ანუ მისი წარსულით, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფაქტორებითა და არგუმენტაციით, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. თქვენს სახლში რომ იპოვონ 48 ცოცხი, ხომ იფიქრებენ, რომ დალაგებისადმი გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკს? ვამბობდით, რომ ამ კაცს სიგარეტიც კი არასდროს მოუწევია, როგორ ექნებოდა ნარკოტიკი? ის რომ ადამიანს აქვს 48 იარაღი, მაღალი ალბათობით იმას უფრო ამტკიცებს, რომ მას 49-ეც ექნებოდა, და არა პირიქით. ჩემი აზრით, ამ გარემოებას, ამ საჩუქარს კომპეტენტური პროკურორები ხელიდან არ გაუშვებენ. ადვოკატის ხელოვნებასაც აქვს ზღვარი. როდესაც მტკიცებულებები ამდენად ცხადია, ამას ვერც კონი და ვერც პლევაკო უშველის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.