ალექსის დედა: ნეტავ ჩემი გულის ცემაც შეწყვეტილიყო

  • 8 ივლისი 00:05

პატარა ალექსი პატურაშვილის დედა ნატალი ღვედაშვილი-კორნევა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

ნატალის ახლა მას რთული პერიოდი აქვს.


„მენატრები ბას, ვეღარ ვსუნთქავ, ნეტავ ჩემი გულის ცემაც შეწყვეტილიყო“- წერს ალექსის დედა.


ცნობისთვის, ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის შვილის, პატარა ალექსის გადარჩენა ექიმების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.


ალექსი პატურაშვილი სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, მას ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი იანვარში დაუდგინდა.