დაუდასტურდათ თუ არა კორონავირუსი იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გუშინ გამოცდაზე მაღალი სიცხის გამო არ დაუშვეს

  • rustavi2.ge
  • 7 ივლისი 18:28

ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ დაუშვეს, PCR კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ისინი, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან, საკითხზე სამინისტროში მსჯელობენ.


დღეს დაგვიანების, ან აბიტურიენტების მოხსნის შემთხვევები საქართველოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა.


ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.


აბიტურიენტებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული რეკომენდაციების დაცვა უწევთ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge