ეროვნულ გამოცდებში საკარანტინე სივრცეში მყოფი პირებიც მონაწილეობენ

  • edu.aris.ge
  • 7 ივლისი 16:10

მთავრობამ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების დაშვების პირობები განსაზღვრა. მათ გამოცდებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, თუმცა ყოველ 72 საათში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტის ჩატარება მოუწევთ და გამოცდიდან ისევ კარანტინში უნდა დაბრუნდნენ.

ნორმატიულ აქტებში მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-3 მუხლს 2​1 და 2​2 პუნქტები დაემატა.


„ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში/საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/აპლიკანტი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, დაექვემდებარება ტესტირებას პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით გამოცდაზე/კონკურსზე/ ტესტირებაზე დაშვებამდე და შემდეგ განმეორებით ყოველ 72 საათში. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში“, – ვკითხულობთ დადგენილების 21-ე მუხლში.


22-ე მუხლის თანახმად, ასეთი პირების შესახებ მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა გადასცეს.


ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.


აბიტურიენტებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული რეკომენდაციების დაცვა უწევთ.

სრული ვერსიის ნახვა edu.aris.ge