ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ფაქტს არ უარყოფს

  • newposts.ge
  • 7 ივლისი 11:36

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღმკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. 


ადვოკატის, მაია გრიგოლაშვილის თქმით, უკვე შეხვდა ბრალდებულს, რომელიც ფაქტს არ უარყოფს.


მისივე ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. 


ცნობისთვის, 6 ივლისს სურამში 34 წლის მამაკაცმა მძინარე მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით ლოგინში ჩაცხრილა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.


საქმეზე გამოძიება 109 მუხლით დაიწყო. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


 

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge