7 ივლისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 7 ივლისი 10:15

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღევანდელ დღეს მიმართულება დაკარგული მთვარე ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ადამიანებში ყურადღებას, რაც გამოიწვევს ტრავმებსა და ავარიებს.

ცაგარელის თქმით, დღევანდელი დღე პოზიტიური და კარგია საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის, ელექტრო, გაზ და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სამეცნერო კვლევით საქმიანობისთვის, მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას.


როგორც ასტროლოგი ამბობს, დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთები. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ დღევანდელი დღე იღბლიანია ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, დღე დაძაბულია ქალწულთათვის და მორიელთათვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge