„პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“ - ამირან გამყრელიძე

  • imedinews.ge
  • 7 ივლისი 00:06

„პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 830, გარდაცვლილი - 15.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge