ის, რაც დაგეხმარებათ, ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესებაში

  • regarder.ge
  • 6 ივლისი 23:57

ყველაფერს სწავლა უნდა და დიახ, უნდა ისწავლოთ ისიც, თუ როგორ გქონდეთ იდეალური სექსუალური ცხოვრება. სექსოლოგები ამბობენ, რომ ერთი და მთავარი საიდუმლო რომანტიკულ პარტნიორთან სწორი კომუნიკაციაა. ისინი გამოყოფენ 4 მიზეზს იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ უმჯობესდება სექსი ხშირი და სწორი კომუნიკაციის შედეგად.

1. კომუნიკაციის საშუალებით უკეთ უგებთ ერთმანეთს


ჯანსაღი კომუნიკაცია ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი წინაპირობაა. შესაძლოა, პარტნიორს კარგად იცნობთ, იცით მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან და თუ ხშირად არ ესაუბრებით მას, დიდია შანსი, რომ ერთმანეთს ვეღარ გაუგებთ. კომუნიკაცია კი გეხმარებათ, რომ არ გაუცხოვდეთ, თანაცხოვრების ყველა ეტაპზე გესმოდეთ მისი და პირიქით – ესმოდეს თქვენი. როცა საყვარელი ადამიანები ერთმანეთს უგებენ, მათ უფრო მეტი ლტოლვა აქვთ ერთმანეთისადმი და სექსიც უფრო სასიამოვნო ხდება.


2. უთანხმოების მოგვარება მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი


კონფლიქტი, უთანხმოება ნებისმიერი ურთიერთობის თანმდევია, თუმცა დიდი განსხვავებაა როგორ ჩხუბობთ – უბრალოდ კამათობთ, თუ ყველაფერი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ემსგავსება. კომუნიკაციის უნარის საშუალებით თავიდან აირიდებთ მცირე უთანხმოების გამოუსწორებელ კონფლიქტად ქცევას. თუ გინდათ, რომ უკეთესი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ, გაიუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი და აქციეთ ის უთანხმოების მოგვარების მეთოდად. როცა ნაკლებს ჩხუბობთ, უფრო ნათელი ხდება ის მიზეზები, რომელთა გამოც ერთმანეთი გიყვართ. შედეგად კი სექსი უფრო კარგი და სასიამოვნო გახდება.


3. საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია ყოველ ჯერზე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, თუ რატომ შეგიყვარდათ ის


ცხოვრების დაძაბული რიტმი ხშირად ავიწყებს წყვილებს, რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი. ზოგჯერ კი თანაცხოვრება ვალდებულებად იქცევა. ასე რომ არ მოხდეს, საყვარელ ადამიანთან ხშირად უნდა ისაუბროთ, გაახსენოთ ერთმანეთს სასიამოვნო მოგონებები. გააცოცხლოთ ძველი დრო. ასეთ მომენტებში ერთმანეთისთვის უფრო მომხიბვლელები და მიმზიდველები ხდებით. ურთიერთობა მყარი, ხოლო პარტნიორი გაცილებით სასურველი ხდება.


4. კომუნიკაცია ზრდის პარტნიორებს შორის მიზიდულობას


მიზიდულობა იდეალური სექსის ფუნდამენტია, მის გარეშე წარმოუდგენელია კარგი სექსი გქონდეთ. კომუნიკაციის გაუმჯობესება კი პარტნიორებს შორის მიზიდულობას ზრდის. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაცია პოზიტიურ კონტექსტში გქონდეთ. ხშირად უთხარით ერთმანეთს კომპლიმენტები და სასიამოვნო სიტყვები.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge