6-12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • nostal.ge
  • 6 ივლისი 22:07

6-იდან 12 ივლისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირაში ახლებურად უნდა შეხედოთ ძველ პრობლემებს და მიიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილებები. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ საქმეები, მაგრამ არ ღირს დაკავდეთ დოკუმენტების გაფორმებით და აიღოთ სესხი. ეს კვირა კარგი დროა ახალი ნაცნობობის, რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

ვერძი


თავი შეიკავეთ გარიგებების დადებისაგან და ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს. იქ, სადაც ეს შესაძლებელია, გადააბარეთ პასუხისმგებლობა ახლობლებს ან კოლეგებს. ნუ ჩაერევით სხვების კონფლიქტში. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, მოერიდეთ მღელვარებებს.


სასიკეთო დღეები: 6, 8.


არასასიკეთო დღე:  7


კურო


ეს კვირა შესაფერისია მიღწევებისა და პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებებისთვის. გამოყავით ყველაზე მთავარი საქმეები და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე. ეს პერიოდი საინტერესოა გულითადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლებელია ახალი შეხვედრები და ნაცნობობა, რამაც შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი მომავალი ცხოვრება.


სასიკეთო დღეები: 8, 10.


არასასიკეთო დღე: 6.


ტყუპი


შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები, რადგან კამათსა და ჩხუბში არ გაგიმართლებთ. ახლა თქვენთვის ყველაზე  მისაღებია შემოვლითი ტაქტიკა აირჩიოთ. თუ ახლობლებისა და ნათესავებისგან რაიმეს მოთხოვნას ეცდებით, მხოლოდ გაღიზიანებასა და გაუგებრობებს მიიღებთ პასუხად.


სასიკეთო დღეები: 10, 11.


არასასიკეთო დღე: 8.


კირჩხიბი


შეიძლება თავი მოწყვეტილად იგრძნოთ და მუშაობის დიდი სურვილი არ გექნებათ. ნუ  დასცინებთ საკუთარ თავს, ამოსუნთქვის საშუალება მიეცით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტივად აინაზღაურებთ დაკარგულ დროს. ბევრი შეხვედრა, რომელთაც ელოდებით, შეიძლება ჩაიშალოს  თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.


სასიკეთო დღეები: 9, 12.


არასასიკეთო დღე:  6.


ლომი


ყურადღებას ნუ მიაქცევთ მცირე გაუგებრობებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი ბრალეულობის გარეშე. რაღაც გეგმები შეიძლება ჩაიშალოს იმიტომ, რომ მათ განსახორციელებლად დრო არ გყოფნით. შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია და მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა.


სასიკეთო დღეები: 10, 11.


არასასიკეთო დღე:  6.


ქალწული


ეს კვირა მრავალ შესაძლებლობას გაძლევთ, ამიტომ ამისთვის მშვიდად დაგეგმეთ რთული საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები. ზოგ ქალწულს განსაკუთრებული ნაცნობობა ელოდება, რომელიც შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. ერთადერთი გაფრთხილება: ნუ უგულებელყოფთ ტექნიკური უსაფრთხოების წესებს სამსახურში.


სასიკეთო დღეები:  11, 12.


არასასიკეთო დღე:  8.


სასწორი


ახლა მოდუნება არ შეიძლება, დინებას ნუ გაჰყვებით. შეადგინეთ გეგმები, მაგრამ ნუ გათვლით კონკრეტულ შედეგს, შემთხვევითობას მიენდეთ. საყვარელი ადამიანი მზად არის დაგეხმაროთ. ახლა კარგი დროა შოპინგისთვის – მომგებიან შესყიდვებს გააკეთებთ და ამით ნასიამოვნები დარჩებით.


სასიკეთო დღეები: 6, 12.


არასასიკეთო დღე:  10.


მორიელი


თუ ახალი საქმის დაწყება გინდათ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! ეს კვირა ძალიან კარგია თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსავლენად. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ საქმეს ან იმას, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ადამიანებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ თქვენით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ.


სასიკეთო დღეები: 8, 9.


არასასიკეთო დღე:  12.


მშვილდოსანი


არ გაუზიაროთ თქვენი ფარული აზრები ახლობელ ადამიანებსაც კი: არსებობს საშიშროება, რომ ეს ინფორმაცია გაჟონავს და შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ნუ ენდობით მათ, ვინც ძალიან ბევრს გპირდებათ. შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან ჩხუბი მოგივიდეთ. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს.


სასიკეთო დღეები: 6, 12.


არასასიკეთო დღე:  8.


თხის რქა


ახალი საქმის დაწყება, საქმიან ქაღალდებზე ხელმოწერა ჯერჯერობით რეკომენდებული არ არის. სამაგიეროდ ეს კვირა წარმატებულია ყველაფრისთვის, რაც სიყვარულს უკავშირდება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ბედმა შეიძლება აჩუქოს ახალი გატაცება ან უფრო სერიოზული ურთიერთობა. ეს დრო კარგია კომპლექსური გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დასაწყებად. გარემოს შეცვლა სარგებელს მოგიტანთ.


სასიკეთო დღეები: 8, 12.


არასასიკეთო დღე:  10.


მერწყული


უახლოეს დღეებში არა მარტო დასაშვებია თქვენთვის, ხელსაყრელიც კია მიჰყვეთ თქვენს სურვილებს. შინაგანი ხმა სწორ გზაზე დაგაყენებ და თუ იგრძნობთ, რომ არ გსურთ ვინმესთან შეხვედრა ან რაიმე მოვალეობის შესრულება, სუფთა სინდისით შეგიძლიათ ეს არ გააკეთოთ. ამ კვირაში ახლობელი ადამიანები გაგახარებენ.


სასიკეთო დღეები: 7, 11.


არასასიკეთო დღე:  9.


თევზები


ყოველმხრივ გაფრთხილდით. ახლა შესაძლოა საწარმოო ან საყოფაცხოვრებო ტრავმა მიიღოთ. სიყვარულს რაც შეეხება, წყნარად, უჩუმრად იყავით. არანაირი ცვლილებები! ახლა ვერ შეძლებთ ობიექტურად შეაფასოთ სიტუაცია, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტებს.


სასიკეთო დღეები: 8, 12.


არასასიკეთო დღე:   9.

სრული ვერსიის ნახვა nostal.ge