ამირან გამყრელიძე: არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ

  • 1tv.ge
  • 6 ივლისი 00:37

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ეროვნულ გამოცდებზე ინფექციის გავრცელების რისკი მინიმალურია.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა.


იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი.“, – განაცხადა გამყრელიძემ.


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან იწყება. 


პანდემიის გამო წელს აბიტურიენტებსაც და გულშემატკივრებსაც გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.
მაგალითად:


1. გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე;


2. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.



სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge