თენგიზ ცერცვაძე: აუზებზე უფრო სახიფათო ქორწილები და ქელეხებია

  • 5 ივლისი 22:46

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე უფრო დიდ საფრთხეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები წარმოადგენს.

„ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.


საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ვირუსი იმპორტირებული იყო და აზერბაიჯანის საზღვრით შემოსულ ირანის მოქალქეს აღმოაჩნდა. ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცვხვებში დაიწყო, ხოლო ინფექციის პიკი მაისის მეორე დეკადამდე გაგრძელდა.