თბილისში გოგიჩას სახელობის ქუჩა გაიხსნა

  • 5 ივლისი 20:00

თბილისში ტელეწამყვან „გოგიჩას“ (გიორგი გოგიჩაიშვილის) სახელობის ქუჩა გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნინი გოგიჩაიშვილი აქვეყნებს.

„ყველა ბნელ დღეს - სინათლე მოსდევს. სევდას - სიხარული და შენი დატოვებული სიყვარული არის მარადიული.


პ.ს ჩემი პატარა ანგელოზის ქუჩა გაიხსნა. მიყვარხარ მა და დიდი მადობა ბაბუს და ყველა კეთილ ადამიანს ყურადღებისა და დაფასებისთვის. ისე მოხდა ყველაფერი, ხალხის სიყვარულით და ინიციატივით, ჩენთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო“, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.


„დარწმუნებული ვარ მორცხვობს და ალბათ ჩუმად რომ წითლდებოდა, გული რომ უჩუყდებოდა, ისე დგას და უყურებს“, - აღნიშნავს კომენტარებში გოგიჩას მეუღლე ნათია ბანძელაძე.



„რა ბედნიერებაა უყვარდეთ და აფასებდნენ, დიდი პატივია ამხელა არტისტებთან და რეჟისორებთან ჩემი პატარა მამაც, რომ ამშვენებს ადგილს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთა მთელ ოჯახს“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი






საბავშვო გადაცემის წამყვანი და ყველასათვის საყვარელი გოგიჩა მძიმე სენს ებრძოდა, ის 2019 წლის 4 ივლისს  გარდაიცვალა.