6 საათის შემდეგ ჭამის აკრძალვა სისულელეა

  • trend.ge
  • 5 ივლისი 19:50

გთავაზობთ ოქროს წესებს თითოეული ქალისაგან იმისთვის, რომ გამოიყურებოდეთ ყოველთვის მომხიბვლელად და იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად. 

1. ყურადღება მიაქციეთ წარბების ფორმას


ნუ გამოეკიდებით მოდის წესებს. საკმარისია მოახდინოთ ფორმის კორექტირება და გამოიყენოთ თმის ძირებზე ოდნავ ღია ფერის წარბების ფანქარი. ამგვარად სახე ვიზუალურად უფრო ახალგაზრდა გახდება.


2. მოუარეთ ხელებსა და ფრჩხილებს


მნიშვნელოვანია, გქონდეთ ჯანმრთელი ფრჩხილები. ფრჩხილის დიზაინის არჩევანი უზარმაზარია. მთავარია, ხელები გამოიყურებოდეს მოვლილად.


3. არ ჭამოთ 6 საათის შემდეგ - სისულელეა. მთავარია არ ჭამოთ დაძინებამდე 3- 4 საათით ადრე.


4. საგულდაგულოდ დაღეჭეთ საკვები


ისევ იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი. იცით, რატომ ჭამენ ზოგიერთები ბევრს და არ სუქდებიან? იმიტომ რომ მეტაბოლიზმი აქვთ კარგი. ეს ფრანგი ქალების საიდუმლოც არის - ისინი არ ჩქარობენ ჭამის დროს და არასოდეს არ იხემსებიან.


5. ყოველ საათში ერთხელ დალიეთ 1 ჭიქა წყალი


(უკეთესია მცირე ყლუპებით ასე უფრო სასარგებლოა). გადააქციეთ ეს სასიამოვნო პროცესად - დაამატეთ ლიმონი, პიტნა. შეიყვარეთ წყალი.


6. თეთრ და რუხ პურში ერთი და იგივე კალორიებია.


ამიტომ მიეჩვიეთ ჭამოთ უპუროდ, ან გადადით ჭვავის პურზე.


7. არ დალიოთ ჩაი, საერთოდ დაივიწყეთ ეს ჩვევა!


მხოლოდ საჭმლისგან დამოუკიდებლად ან შაქრის გარეშე, რად გინდა ცარიელი ნახშირწყლები? ეს საწამლავია. შეცვალე ის თაფლით.


8. მოძებნეთ წითელი პომადის თქვენი იდეალური ტონალობა


წითელი პომადა ნებისმიერი ქალის უნივერსალური დამხმარეა, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს ყველაზე უფერული ჩაცმულობაც კი. მთავარია შეარჩიოთ საკუთარი ფერი: კანის თბილ ფერებს უხდება რბილი მარჯნისფერი, უფრო მუქ ფერებს კი - მკვეთრი წითელი, ბროწეულისფერი ან ალუბლისფერი.


9. არ დაგავიწყდეთ დაიბანოთ სახე ძილის წინ


არანაირი დაღლილობა არ შეიძლება გახდეს თავის მართლების მიზეზი, რომ მოიცილოთ საღამოს მაკიაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება, გაგიჩნდებათ ნაადრევი ნაოჭები და შავი წერტილები.


10. მოძებნეთ საკუთარი განუმეორებელი არომატი


აირჩიოთ პარფიუმი - არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ის ერთი გამოიყენოთ. უბრალოდ, უნდა შეარჩიოთ ისეთი არომატი, რომ დაამახსოვრდეთ.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge