დასკვნა: პანდემიას უკეთ ისინი გაუმკლავდნენ, ვისაც სამყაროს აღსასრულზე ფილმები უყვართ

  • imedinews.ge
  • 5 ივლისი 18:49

როგორც The Guardian-ი წერს, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები, სხვებთან შედარებით კორონავირუსის პანდემიისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევაში 310 მოხალისე მონაწილეობდა. რომლებმაც სპეციალისტებს საყვარელი ფილმების შესახებ და პანდემიის დროს თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოუყვნენ.


შედეგად, სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ისეთი ფილმების მძიმე სცენარი, როგორიცაა „ინფიცირება“, ადამიანებს კრიზის გადატანაში ეხმარებოდა.


„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა, რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge