ჯაღმაიძე შაქარაშვილის საქმეზე: როცა ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტად ცხადდება, ასეთ ტრაგედიას ვერ ავცდებით

  • 5 ივლისი 17:53

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდებს ვერ დაეკისრება. 

ჯაღმაიძე ამბობს, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იგრძნოს მომხდარში თავისი წილი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში ფასეულობები აღრეულია და მის დასალგებლად პრევენციული ღონისძიებების შემოღებაა საჭირო. 


„დღეს ახალგაზრდას ვინმეს დაჩაგვრა ვაჟკაცობა გონია, ხოლო უფროსის არ მოსმენა თავისუფლება. აღრეულია ფასეულობები, სკოლაში რელიგიის სწავლა აღარ არის, 10-15 წელია მღვდელი ვეღარ შედის სკოლაში. რელიგიის სწავლებით გვინდოდა ადამინები კაცთმოყვარეებად და შემწყნარებლად გაგვეზარდა. როცა სახალხო დამცველი ამბობს რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი და ცხადდება რომ ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტი და ევროპიზაციაა ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს“, - ამბობს ჯაღმაიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.


ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.