მაცაცო კევლიშვილი: ორსული ქალი ცემა ქმარმა - თქვენ როგორ მოიქცეოდით...

  • 5 ივლისი 16:38

ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მომხდარი ოჯახური ძალადობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ სტატუსშია აღნიშნული, ქმარმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ახალგაზრდა ქალმა დასახმარებლად ნათესავს დაურეკა, რომელიც მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცოლი და ქმარი შერიგდნენ, ხოლო ფეხმძიმე ქალის ნათესავი პოლიციამ დააკავა.


„ამბავი მოხდა ასეთი. ორსული ქალი ცემა ქმარმა. ქალმა დაურეკა ახლობლებს. ახლობლებმა ცემეს სიძე და გაუშვეს. ქალი შეურიგდა ქმარს. ქმარმა უჩივლა ცოლის ახლობლებს. ბიჭები დაიჭირეს. ეძებეთ მორალი.
როგორ მოიქცეოდით თვენ ან როგორ უნდა მოქცეულიყო ნაცემი, ორსული ქალი, ნათესავი ბიჭები ან ქმარი“, - წერს მაცაცო კევლიშვილი.