„ბასიანიდან“ მშივრები რომ გამოდიან, მთელი „სასტავი“ მეგრული „ხარჩოს“ საჭმელად მიდის“ - გია ეძგვერაძე

  • 5 ივლისი 12:57

მხატვარი და პედაგოგი გია ეძგვერაძე მისი მეგობრის მონათხრობს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ეძგვერაძე წერს კლუბ „ბასიანიდან“ გამოსული ადამიანები, კლუბური მუსიკის, ცეკვისა და გართობის შემდეგ მეგრულ რესტორანში ხარჩოსა და ღომის დასაგემოვნებლად ხშირად დადიან. 


„მეგობარმა მომიყვა. „პლეხანოვზე“ თურმე რაღაც მეგრული რესტორანია. პატრონი, როგორც ყოველთვის მაგარი შებერტყილია, მისი ნათესავი კი „ბასიანის პრადვინუტი სასტავიდანაა”. მოკლედ კლუბიდან ღამე მშივრები რომ გამოდიან, მთელი სასტავი იქ მიდის „ხარჩოს” საჭმელად...


(სერიიდან „ქართული მესამე სივრცე“, ანუ „კონტრ-კულტურა“.)“ - წერს გია ეძგვერდაძე.


ეძგვერაძის ამ პოსტს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ:


მაია ბენაია: მშვენიერი კოლაბორაციააა, ამ ხალხს ვერ გაურკვევია თავისი იდენტობა, აწი დალოცვილო თუ მოგწონს ეს ღომი და ხარჩო იარე და იყავი ბედნიერი, სად ეკვეხები იმ ელექტრონულ მუსიკაში, ვაი დედააა.


გია ეძგვერაძე: ყველა შეუთავესბლობას აქვს მაინც გადაკვეთის წერტილები: იოგან სებასტან ბახს და ლუარსაბ თათქარიძეს ორივეს ღიპი ჰქონდა...


ანი ინასარიძე: კი, კლუბის მერე ჯიგრულად ჩასკდომა ქართული „რეივ-კულტურის“ ნაწილია წლებია.


ლაშა ციცქიშვილი: ის ანეგდოტი გამახსენდა ქართველი გეი რო თვრება ქალი უნდებაო. რა დისკო რა კლუბი ამათი კლუბური ცხოვრება არსად გაიშვა.


ნატი არსენიშვილი: ბასიანი და ცვრიანი დოქები ეკლექტიკა.


თამარ მუჩაშვილი: „სვეცკი“ ბარებიდან სახინკლეებში - კლასიკა.