ქეთათო: პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, მეზობელმა საღი ხეები გაანადგურა

  • 5 ივლისი 12:11

მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი მისი საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მომხდარი ამბის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც თან რამდენიმე სურათს ურთავს.

როგორც ქეთათო წერს, მისმა მეზობელმა, მერიისგან დამოუკიდებლად, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ეზოში ჯანსაღი ხეები მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო მოჭრა.


„მერიიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიყვანა მეზობელმა ამწეკრანი და იმ მიზეზით, რომ ვითომ და გამხმარ ხეეებს აჭრევინებდა, საღი ხელები გაანადგურა და გააპარტახა ეზოში არსებული გორა. საკუთარ დრანდულეტ მანქანას გადააყოლა სიმწვანე და ხრიოკ, პირქუშ ადვილად აქცია ეზოს ის მონაკვეთი, სადაც ნაცოდვილარი მანქანა უნდა დააბინაოს. გასაოცარია ზოგიერთის „პრაგმატულობა“, - წერს ქეთათო ჩარკვიანი.


ჩარკვიანის ამ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ისინი წერენ რომ თბილისის მერიის სპეციალური სამსახურები ამ საქციელის გამო მის მეზობელს დააჯარიმებს.


დაიჯესტი არკვევს არიან თუ არა დედაქალაის მთავრობაში მომხდარის შესახებ ინფორმირები.