კოვიდ 19-ის განახლებული მონაცემები - 3 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული

  • 5 ივლისი 10:43

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 951-მდე გაიზარდა.

სამით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც. stop.cov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ახალი ვირუსისგან ჯამში 828 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ვირუსი იმპორტირებული იყო და აზერბაიჯანის საზღვრით შემოსულ ირანის მოქალქეს აღმოაჩნდა. ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცვხვებში დაიწყო, ხოლო ინფექციის პიკი მაისის მეორე დეკადამდე გაგრძელდა.