ლანა ნიკოლეიშვილი დიდ დიღომში მოხდარზე: ბავშვი გყავს ჩაბარებული - რა საჭმელს აკეთებდი?

  • 5 ივლისი 11:05

ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა ლანა ნიკოლეიშვილი დიდ დიღომში, მეექსვსე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნიკოლეიშილი წერს, რომ უბედური შემთხვევბის უმრავლესობა დაუდევრობითაა გამოწვეული, მისივე თქმით, მომხდარის გამო ძიძამ სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. 


„ახლა ცივი გონებით განსაჯეთ:


მოხდა უბედური შემთხვევა (ბავშვი გადმოვარდა ფანჯრიდან) გლდანში.


სამი წლის ბავშვი ძიძასთან დატოვეს მშობლებმა ანუ ჩააბარეს. მანაც იცის, თუ რა საპასუხისმგებლო საქმეზე მიდის.


რა თქმა უნდა, ეს არ უნდოდა. რა თქმა უნდა, საშინელ მდგომარეობაშია ახლა ძიძა და ღმერთმა დაიფაროს, რომ გარდაიცვალოს ბავშვი, ვინ აგებს პასუხს?!


რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული. ჩამოუარე ყველა ფანჯარას, კარს, დაისვი სამზარეულოში.... გეუბნებით, უბედური შემთხვევების მეტი წილი უყურადღებობით ხდება!


არ უნდა გასამართლდეს ძიძა?! ცოდოა - ვთქვათ და განვაგრძოთ ცხოვრება.


სხვისი ჭირი რატომ ვიდარდოთ? იმ მშობლების ადგილზე დადექით აბა ერთი წამით? ნორმალური მაინც არ დარჩება, თუ გადარჩა“, - წერს ნიკოლეიშვილი.


დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩაზე მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი 5 ივლისს გადმოვარდა. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.