მიხეილ ცაგარელი: დღეს ის დღეა, როდესაც პანდემია შესუსტებას დაიწყებს

  • fortuna.ge
  • 5 ივლისი 09:57

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღეს, 5 ივლისს, სავსემთავრეობა და მთვარის დაბნელება ერთდროულადაა. მისივე თქმით, ეს მოვლენა პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. მოიმატებს ტრავმების ავარიების, ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა.

ასტროლოგი ამბობს, რომ დღეს სწორედ ის დღეა როდესაც პანდემია შესუსტებას დაიწყებს, თუმცა, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს კვლავ იჩინოს თავი.


პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ლოცვისთვის და მონანიებისთვის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მოერიდეთ ფულის გასესხებას, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. ნეგატიური დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, ქორწინებისთვის, საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ თხილს, თაფლს და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.


ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge