5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 4 ივლისი 23:14

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. ვარსკვლავები ფინანსური აღმავლობისთვის ხელსაყრელ სიტუაციას გპირდებიან. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. ახლა ყველაზე მეტად სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა გჭირდებათ. მოსალოდნელია სიახლე, რომლიც თქვენს საქმეებზე სასიკეთოდ აისახება.


კურო


აქტიური და სიახლეებით სავსე დღეა. ისე მოხდა, რომ ყველას ერთდროულად დასჭირდით. რადგან ათას ნაწილად ვერ გაიყოფით, ჯობს პრიორიტეტები განსაზღვროთ. დატვირთუილი  მუშაობის ან სიტუაციის არასწორი შეფასების გამო მოსალოდნელია სირთულეები. შესაძლოა, საღამოს სტუმრად წახვიდეთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. მოსალოდნელია კონფლიქტი მეგობრებთან, რაც მატერიალურ საკითხებს უკავშირდება.


ტყუპები


ამ დღეს სასურველია ძველი გეგმებისა და საქმეების დასრულება. ახალ პარტნიორებთან კონტაქტი წარუმატებლად ჩაივლის, თუმცა ძველი მეგობრები ან ნათესავები საჭირო რჩევით დაგეხმარებიან. რაღაც სიახლე ან მოვლენა გელით, რომელიც თქვენს საქმეებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. განსაკუთრებული სიფრთხილე შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებს მართებთ.


კირჩხიბი


თავს ემოციურად დათრგუნულად გრძნობთ. მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსალოდნელია უთანხმოება მეგობრებთან. გამორიცხული არ არის, რომ ცუდი წინათგრძნობა აგიხდეთ. საუბარსა თუ მოქმედებებში სიფრთხილე გმართებთ.


ლომი


კრიტიკული დღეა. ყველა მხრიდან პრობლემებში ხართ, რაც აქტიურად მოქმედებას გაიძულებთ. დასვენების ნაცვლად, მთელიდღე დამღლელი საქმის კეთება მოგიწევთ, სამაგიეროდ, საღამოს საშუალება გექნებათ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, დრო სასიამოვნო დ გაატაროთ.


ქალწული


ეცადეთ, ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ.ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა წარიმატებლად ჩაივლის, სამაგიეროდ, ძველი მეგობრები ან ნათესავები დაგეხმარებიან. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც თქვენს საქმეებზე სასიკეთოდ აისახება.


სასწორი


გირჩევთ ამ დღეს პირადი საქმეების მოგვარებაზე და ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დროა რემონტისა და ავეჯის შეძენისთვის. მარტოხელა სასწორებს საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა ელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცდუნებისგან თავი შეიკავოთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური სამუშაოსთვის, რომელიც სწორი მოქმედებებით და ფხიზელი გათვლებით გამყარებული იქნება. თქვენი სასიცოცხლო ძალები იზრდება და შექმნილი სიტუაციის შეფასებასიოლად ახერხებთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა თვითკმაყოფილებამ შესაძლოა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგირთულოთ


მშვილდოსანი


ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა. მოსალოდნელია ტრავმები. ნუ ეცდებით, რომ საქმეში სერიოზულ წინსვლას მიაღწიოთ -ამჟამად  წარმატებისთვის არახელსაყრელი გარემოა. ახალ პარტნიორებთან საქმე წარუმატებლად აეწყობა, სამაგიეროდ, დახმარებას ძველი მეგობრების ან ნათესავებისგან მიიღებთ.


თხის რქა


მოსალოდნელია სიახლე ან მოვლენა, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ახალმა გეგმებმა თქვენი მუშაობის სტილი მთლიანად შეცვალონ. სავარაუდოდ, ერთობლივ პროექტში მონაწილეობას შემოგთავაზებენ. აუცილებლად დათანხმდით, რადგან ეს დიდ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.


მერწყული


მშვიდი და ჰარმონიული დღეა. მიმდინარე საქმეებთან გამკლავებას და დახლართული სიტუაციებიდან გამოსვლას წარმატებით შეძლებთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. სასურველია ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასვენება.


თევზები


ცვალებადი და წინააღმდეგობრივი დღეა. ხასიათი გაუმართლებელი ოპტიმიზმიდან მელანქოლიამდე სწრაფად გეცვლებათ. ეცადეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ. ახლობელ ადამიანთან ეჭვიანობის ნიადაგზე მოსალოდნელია კონფლიტი.