ჟურნალისტი: ივანიშვილმა ლაგოდეხში 1500 ადამიანი დაასაქმა და დღეში 40 ლარს უხდის

  • 4 ივლისი 19:13

ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტაქსიში მომხდარ ისტორიას იხსენებს.

 

„დედას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა და გუშინ ლაგოდეხში გავემგზავრე...


ტაქსის მძღოლი ლაგოდეხელი აღმოჩნდა და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.


მოკლედ... ყვარელში ივანიშვილს სავენახე მეურნეუბოდა გაუშენებია და როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი ლაგოდეხიდან დაახლოვებით 1500 ადამიანი დაუსაქმებია. კერძოდ


ყოველ დილით 5 საათზე მათ აკითხავთ ტრანპორტი და დღის 13 საათზე უკან, ლაგოდეხში ჩამოჰყავს!


დღიური ანაზღაურება 40 ლარია! ოჯახიდან მინიმუმ 2 ადამიანი მიემგზავრება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც სრული შემადგენლობით ავსებს ოჯახის ბიუჯეტს და ძალიან კმაყოფილებიც ყოფილან, ანუ დღიურად 200-250 ლარს გამოიმუშავებს! მძღოლებს, რომლებიც ამ ადამიანებს ემსახურებიან 900 ლარი აქვთ ხელფასი, საწვავის თანხას კი მეურნეობა იხდის!


სულ ვიძახი-ამდენი მუქთახორა და გაქსუებული ჩინოვნიკი რომ არ ეხვიოს გარს, დღეს საქართველოში, კერძოდ კი კახეთში ასეთი მძიმე სოციალური ფონი არ იქნებოდა....“- წერს ჟურნალისტი.