რძალმა დედამთილს ჩუსტით სცემა

  • report.ge
  • 4 ივლისი 19:04

77 წლის ქალი ამტკიცებს, რომ მას დისშვილის მეუღლემ ჩუსტით სცემა. სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახური ძალადობის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში აღნიშნული 2019 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

კონფლიქტიც სწორედ საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 77 წლის მოხუცის თქმით. მას რძალი ჩუსტს სახეში ურტყამდა.


მოხუცი ჰყვება, რომ სახლი, სადაც ის ცხოვრობს მას და მის დისშვილს ეკუთვნის. ერთ სართულზე თავად ცხოვრობს, მეორეზე კი დისშვილის ოჯახია განთავსებული. მოხუცის თქმით მას სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა სურდა, ამიტომ აბონენტად დასარეგისტრირებლად წილის გადაფორმება მოითხოვა. ამას კი რძლის გაღიზიანება მოჰყვა.


77 წლის ქალი ამბობს, რომ მას რძალი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც სახე დალურჯებული ჰქონდა. 


 
სრული ვერსიის ნახვა report.ge