„დაწყებულ ჩხუბში გიორგი შაქარაშვილიც იმყოფებოდა“ - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

  • 4 ივლისი 16:00

გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ აანონსებს, რომ მაყურებელი ნახავს კადრებს, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით,  ჩანს, რომ ფეხბურთელი შაქარაშვილი ჩხუბში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მცხეთის პოლიციაში საქმეზე ახალი მოწმეები იკითხებიან.


19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.