ტრამპის ვაჟის შეყვარებული Covid 19-ით ინფიცირდა

  • nytimes.com
  • 4 ივლისი 13:07

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრსა და თავისი ვაჟის დონალდ ტრამპი უმცროსის შეყვარებულს კიმბერლ გილფოილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „The New York Times“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გილფოილმა ტესტი სამხრეთ დაკოტაში გამგზავრებამდე ჩააბარა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.


 

სრული ვერსიის ნახვა nytimes.com