„დაპირისპირება სავარაუდოდ ჩვენი ნათესავი გოგოს გამო მოხდა“ - დმანისის მკვლელობის ახალი დეტალები

  • mtavari.tv
  • 4 ივლისი 12:57

დმანისში 19 წლის ახალგაზრდა, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს.

 

ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 19 წლის ბიჭს, თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს.


არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას, მეზობელი სოფლის 5 კაციანი დაჯგუფება დაუპირისპირებდა.


შსს-მ ერთი ბრალდებული უკვე დააკავა.


„მთავარი არხი“ დღეს დაკავებულის სახლში იმყოფებოდა, სადაც ბრალდებულის მამა მომხდარზე სინანულს გამოთქვამს:


„სამწუხაროდ ეს უბედური შემთხვევა ნამდვილად ჩვენს თავს დატრიალდა. ნამდვილად არ გვინდოდა ასე მომხდარიყო. როგორც ვიცი, ჩემი შვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაპირისპირება სავარაუდოდ ჩვენი ნათესავი გოგოს გამო მოხდა...განადგურებული ვარ...გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს ვუხდი“ - ამბობს დაკავებულს მამა.


„მთავარის“ ინფორმაციით, ბრალდებულის ბიძაშვილს გარდაცვლილი ბიჭი ემესიჯებოდა. სავარაუდოდ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით - ამბობს ადგილობრივი. 


ცნობისთვის, დმანისში მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 
 


 
სრული ვერსიის ნახვა mtavari.tv