,,შაქარაშვილის საქმეზე ვინ არის გამომძიებელი არავინ იცის“ - თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი

  • 4 ივლისი 00:30

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს.

როგორც მწარიაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქმის მიმდინარეობაზე განმარტებებს კონკრეტული პროკურორი უნდა აკეთებდეს, თუმცა ამ დრომდე არავინ იცის, ვინ ხელმძღვანელობს გამოძიებას.