რუსთავში ცოლმა ქმარი სცემა

  • inforustavi.ge
  • 4 ივლისი 00:17

რუსთავში ცოლმა ქმარსი სცემა. 

ინფო რუსთავის ინფორმაციით ოჯახში ძალადობის ფაქტი თოდრიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირდა.


სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის შემდეგ, 30 წლამდე ქალმა, 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სცემა.


არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.


ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ სსკ 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge