„ასეთ საქმეში საერთოდ კარგად იხდიან, ქრისტეს დროსაც და ახლაც“ - რას წერს ყოფილი სასულიერო პირი

  • 3 ივლისი 23:30

ყოფილი სასულიერო პირი, თეოლოგი ბასილ კობახიძე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული მარშის ყრილობის ჩატარებას აკრიტიკებს და აღნიშნულ თემაზე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„იუდას 30 ვერცხლის მონეტა იყო ან ტვიროსული სტატერები ან ბერძნული ტეტრადრაჰმები. თუ ჩავთვლით რომ ერთი ტეტრადრაჰმა დღეს 100 ლარი ღირს, გამოდის 3000 ლარი. „ქართული მარშისგან“ 3000 ლარი ავიღე და მაგ ფასად შევუშვი მუზეუმის ტერიტორიაზე ყრილობის ჩასატარებლადო, ამბობს საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმის დირექტორი. კარგი თანხაა კაცო, ასეთ საქმეში საერთოდ კარგად იხდიან, ქრისტეს დროსაც და ახლაც“ - წერს ბასილ კობახიძე.