ბათუმში ავარია მოხდა - დაშავებულია ახალგაზრდა მძღოლი

  • newposts.ge
  • 21 ნოემბერი 10:54

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ მანქანას მართავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალის ტრავმა აქვს და პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge