სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო

  • 3 ივლისი 19:49

სენაკში, ნოქალაქევის ტერიტორიაზე, მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. 

ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. თვითმხილველებმა წყლიდან მისი ამოყვანაც შეძლეს, თუმცა სასწრაფოს მისვლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.


მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.