ჩეხეთში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, 5 ტყუპი დაიბადა

  • 3 ივლისი 20:12

23 წლის წლის ალექსანდრა კინოვას მშობიარობას პრაღაში 40 სპეციალისტისგან დაკომპლექტებული გუნდი იღებდა და მთელი ჩეხეთი გულშემატკივრობდა. ბავშვები ბუნებრივი გზით ჩაისახნენ.

 

4 ძმა და ერთი და საკეისრო კვეთით, 5 წუთის განმავლობაში დაიბადნენ. მათგან ორი „უფროსი“ ძმა ერთი კვერცხუჯრედის ტყუპია.


ოპერაცია 90 წუთს გაგრძელდა. პატარები ორსულობის 31-ე კვირაზე დაიბადნენ, აამიტომ ახლა ინკუბატორში ჰყავთ. ბავშვებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. და მამაც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, უფრო მეტად ღელავდა, ვიდრე ალექსანდრა.


სახელმწიფო, გარდა ბავშვებისთვის ზოგადად გათვალისწინებული დახმარებისა, ტყუპებს ყოველთვიურად 1600 ევროს გადაუხდის. მთავრობამ ოჯახს სამოთახიანი ბინაც აჩუქა.


ახალგაზრდა მშობლებს სრულიად უცნობი ადამიანებიც სწერენ და ათასგვარ დახმარებას სთავაზობენ.


5 ტყუპის დაბადება უნიკალურ მოვლენად იქცა ქვეყნისთვის. როგორც გინეკოლოგები ამბობენ, ასეთი შემთხვევა 50 მილიონში ერთია.