მანჩო გიორგობიანი: სასწრაფო ინფორმაცია - ლოთი ქობალია დაძრწის ფეისბუქში და ემიგრანტებს სძალავს ფულს

  • 3 ივლისი 18:01

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ემიგრანტების საყურადღებოდ ქართველი სამხედრო მოღვაწისა და სამოქალაქო ომის მონაწილე ლოთი ქობალიას შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

გიორგობიანის თქმით, ლოთი ქობალია ემიგრანტებისგან ეროვნული საქმის გაკეთების მიზნით ფულს სესხულობს შემდეგ კი აღარ აბრუნებს.


გიორგობიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„სასწრაფოდ აუცილებელი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!


თაღლითი ყაჩაღი, ხოლო ჩემთვის დიდი ხანია ერის და ბერის მოღალატე ლოთი ქობალია დაძრწის ფეისბუქში მის ამფსონებთან ერთად, ეძებენ ემიგრანტებს შორის ე.წ. - ზვიადისტ მსხვერპლს, რომლებსაც აბრუებენ „ეროვნულ-პატრიოტული“ დითირამბებით და ნელ-ნელა სძალავენ სიმწრით ნაგროვებ თანხებს, ვითომდა სესხად ეროვნულ საქმეზე...


შემდეგ კი, აღარ უბრუნებენ, ემუქრებიან, აშინებენ, რომ მათ არ უჩივლონ და ასე შემდეგ !...
ასე მოექცნენ ოთხი შვილის დედას ნონა ქევხიშვილს“, - წერს მანჩო გიორგობიანი.