9 წლის ვუნდერკინდი ბაკალავრის დიპლომის ასაღებად ემზადება

  • newpost.ge
  • 20 ნოემბერი 23:56

ბელგიელი 9 წლის ვუნდერკინდი ბაკალავრის დიპლომის ასაღებად გამოცდისთვის ემზადება.

ლორენ სიმონსი ელექტრო ინჟინერიაზე სწავლობს ეინდჰოვენის უნივერსიტეტში და განათლებას იღებს იმ პროგრამით, რომელიც სტანდარტული სტუნდეტებისთვისაა გათვლილი. დაგეგმილი ვადების ფარგლებში, ლორენი დიპლომის აღებას შეეცდება დეკემბერში. ამის შესახებ წერს CNN-ი


გოგონას მამის განცხადებით, ლორენ სიმონსი აპირებს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას ელექტრო ინჟინერიის განხრით. პარალელურად იგი აგრეთვე აპირებს სამედიცინო ფაკულტეტზე დიპლომის აღებასაც.


მცირეწლოვანის მშობლების, ლიდია და ალექსანდერ სიმონსის განცხადებით, მათ ეგონათ, რომ ბებია და ბაბუა აჭარბებდნენ, როდესაც ამბობდნენ ლორენზე რომ იგი უნიკალური , ზებუნებრივი ნიჭის პატრონი იყო, თუმცა მისი მასწავლებლები გაკვირვებულნი დარჩნენ ბავშვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების შედეგებით, რის შესახებაც მშობლებს განუცხადეს, რომ ლორენის გონება ღრუბელივით ისრუტავს ყველა ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაერთმა უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი ლორენის სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge