"მესმოდა მამაო მოგვიხსენიე ლოცვებში, ილოცე ჩვენთვის" - რას ამბობს მამა ნექტარიოს მჭედლიძე ?

  • 20 ნოემბერი 23:24

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ბერ-მონაზონი მამა ნექტარიოს მჭედლიძე გადაცემაში "სხვა ნანუკა"  ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.  

"როდესაც რუსთაველზე მივედი ყველა შველას ითხოვდა.რაც ვნახე საშინელება იყო. მინდოდა ვიღაც გადამერჩინა. სპეცრაზმელები თავს იკავებდნენ როდესაც სასულიერო პირი მათ წინ იდგა. ეს მათთვის შემაკავებელი იყო. მესმოდა ხმები, მამაო მოგვიხსენიე ლოცვებში, მამაო ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ არიან და არ ავწევთ ხელს, მამაო ილოცე ჩვენთვის. მე ბევრი ცრემლი დავინახე მათ სახეზე, მაშინ როდესაც წყლის ჭავრი არ გამოუყენებიათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეცრაზმელის ფოტოს რაც შეეხება იმ ადამიანმა მართლა იტირა, რადგან მისი სულიერი მოძღვარი იქ იყო."- ამბობს მამა ნექტარიოსი.