ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

  • 20 ნოემბერი 21:13

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

 


მისი თქმით, ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს:


„ნებისმიერი საკითხი შეიძლება იქნას განხილული და ყველაზე მთავარი - ნებისმიერ მაჟორიტარს, პიროვნულად მას თუ პარტიას, ამომრჩეველი ირჩევს. იქნებ ყველას ერთად დაგვესვა ეს კითხვები ამომრჩევლებისთვის - რა იქნება მათთვის უფრო მისაღები და დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, თქვას, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის ხვალ, ზეგ და მასზეგ უფრო მომგებიანი" - აცხადებს ირაკლი ლატარია.