საფრანგეთის სასამართლომ იხვებს ხმამაღლა ყიყინის უფლება მისცა

  • imedinews.ge
  • 20 ნოემბერი 20:03

საფრანგეთში იხვებს, რომლებსაც მეზობელი უჩიოდა, დაქსის კომუნის სასამართლომ ხმამაღლა ყიყინის უფლება მისცა.

გამოცემა Independent-ის ინფორმაციით,  ფრინველებს ხმაურით შეწუხებულმა მეზობელმა უჩივლა, თუმცა ამჯერად იხვებმა გაიმარჯვეს.


"იხვებმა  გაიმარჯვეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არ მინდოდა ჩემი იხვების დახოცვა“, - განაცხადა იხვების მეპატრონემ, ფერმერმა დომინიკა დოუტმა.


სასამართლოს განმარტებით, დაახლოებით 60 იხვისა და ბატის ხმაური დაშვებული ნორმის ფარგლებშია.


შეწუხებული მეზობლის ადვოკატის მტკიცებით, იხვებისგან  ხმაური მომჩივან მხარეს ხელს უშლის, ისიამოვნოს თავისი ბაღით ან დაიძინოს ღია ფანჯრების ქვეშ.


საფრანგეთში ეს არაა პირველი სასამართლო პროცესი ფრინველებსა და მათ მიერ შეწუხებულ ხალხს შორის. სექტემბერში საფრანგეთის კომუნა როშფორის სასამართლომ მამალ მორისს ყივილის უფლება მისცა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge