„ატარეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ნუ იქნებით იდიოტები ჩემსავით“

  • buzzfeednews.com
  • 3 ივლისი 19:27

51 წლის, კალიფორნიელმა ტომას მათიასმა 20 ივნისს ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მეგობრებს აფრთხილებდა და საკუთარ წინადაუხედაობაზე ბრაზობდა. მეორე დღეს იგი COVID-19-ით გარდაიცვალა.

51 წლის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც კალიფორნისი ცხოვრობდა, დიაბეტით იყო დაავადებული. ამიტომ პანდემიის დწყებიდანვე იგი ფრთხილად იქცეოდა, იცავდა სოციალურ დისტანციას, ატარებდა ნიღაბს და ღელავდა დედასა და დისშვილზე.

მაგრამ მას მერე, რაც შტატმა შეამსუბუქა შეზღუდვები და რესტორნები გაიხსნა, მან გადაწყვიტა, მეგობრები ბარბექიუზე მოენახულებინა.
ერთ კვირაში მათიასს სიმპტომები გამოუვლინდა, მდგომარეობა კი მალევე დაუმძიმდა. ამ მდგომარეობას მისი დიაბეტიც ართულებდა.

მათიასმა თავის ფეისბუქზე დაპოსტა, რომ გაუფრთხილებლად მოიქცა: „ეს არაა ხუმრობა. აუცილებლად ატარეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ნუ იქნებით იდიოტები ჩემსავით“,- წერდა მამაკაცი.

მისი მეგობრები, მშობლები და და-ძმები ამბობდნენ, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ მათიასი დაღლილი იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. წვეულების შემდეგ მის ერთ-ერთ მეგობარს ინფექცია დაუდასტურდა. შესაბამისად, ტესტი მათიასმაც ჩაიტარა.

მისი დისშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ასიმპტომურები იყვნენ, მათ იცოდნენ თავიანთი დიაგნოზის შესახებ და ისინი წვეულებაზე მაინც წავიდნენ.

მათიასი საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმის გამოც, რომ თავისი დიაგნოზი იცოდა და ოჯახის მოსანახულებლად მაინც წავიდა, რადგან ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვირუსი მათაც გადაედებოდათ.
სიკვდილის წინა დღეს გამოქვეყნებულ პოსტში იმაზეც წერდა, რომ ოჯახი ასეთ განსაცდელში თავისი წინდაუხედავობის გამო ჩააგდო.

საბედნიეროდ მისი ოჯახის არცერთ წევრს ვირუსი არ დადასტურებია.

როგორც მათიასის დისშვილი აღნიშნავს, მას სურს, უთხრას ადამიანებს, რომ მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პაციენტს სიმპტომი, აუცილებელია დისტანციის დაცვა.  

სრული ვერსიის ნახვა buzzfeednews.com