გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი. ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია

  • 3 ივლისი 15:07

„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას. ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია“,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე სახიფათო, რაც დღეს საქართველოში ხდება, მედიისა და პოლიტიკის სრული კრიმინალიზაციაა.


„საქართვეოში მედიასა და პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები მორალს სპობენ. ჩვენ ვართ მოწმე, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ძალიან მძიმე, კრიმინალური საქმეები და უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს მკვლელობებსა და უამრავ დანაშაულზე. ეს იცის საქართველომ და ცნობილია ყველასთვის“, - განაცხადა ხაინდრავამ.