ფინეთმა თავის საჰაერო შეიარაღებული ძალების ლოგოზე სვასტიკა ამოიღო

  • euronews.com
  • 3 ივლისი 14:48

სვასტიკის სიმბოლო თითქმის საუკუნეა, რაც ფინეთის საჰაერო შეარაღებული ძალების ლოგოს დეტალია.

ფინეთის ხელისუფლებამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი საჰაერო შეიარაღებული ძალების რებრენდინგს აკეთებენ და ეს, პირველ რიში, სვასტიკას შეეხება - სიმბოლოს, რომელიც სამუდამოდ დაუკავშირდა ნაცისტურ რეჟიმს.


ფინურ ლოგოში სვასტიკას არაფერი კავშირი არ აქვს ნაცისტურ გერმანიასთან. მეტიც, მისი გამოყენება ქვეყანამ 1918 წლიდან დაიწყო. „ბედნიერებისა და მშვიდობის სიმბოლო“. ლურჯი ფერის, ვერტიკალური სვასტიკა, ერიკ ფონ როზენმა შექმნა.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ფინეთის საჰაერო სამხედრო ძალები, ლურჯ-თეთრი რგოლის ნაცვლად, ლურჯი სვასტიკით იყო წარმოდგენილი.


თავად სვასტიკა ათასწლოვანი სიმბოლოა და უამრავ კულტურაში გვხვდება. ძველ ხალხთა უმეტესობა სვასტიკით მზეს, ნაყოფიერებას გამოხატავდა.

სრული ვერსიის ნახვა euronews.com