ქართველ გოგოს ამერიკელმა ქმარმა შვილი წაართვა

  • primetime.ge
  • 3 ივლისი 13:23

ცისია პაკელიანი 2 წლის წინ ამერიკის მოქალაქეზე გათხოვდა. ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდა, შვილიც აქ შეეძინათ. ბავშვში მია დაარქვეს და ახლა 1 წლისაა. ცოლ-ქმარს ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა და როგორც ცისია „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება, მეუღლემ ბავშვი წაართვა.

„მია საქართველოში დაიბადა. ბავშვი რამდენიმე თვის იყო, როცა ჩემსა და მეუღლეს შორის პრობლემები დაიწყო. მოტყუებით წამომიყვანა ამერიკაში. მითხრა, რომ თავის ქვეყანაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობდა და პრობლემებიც თავისთავად მოგვარდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონია დაგეგმილი. ის არკანზასის შტატში ცხოვრობს და ამ შტატის კანონის მიხედვით, თუ ბავშვი 6 თვე აქ ცხოვრობს, სახელმწიფო უკვე ვალდებულებას იღებს მასზე და თავისი მფარველობის ქვეშ ჰყავს.

იცოდა რა ეს ჩემმა მეუღლემ, უკან დასაბრუნებელი ბილეთები სწორედ 6 თვის შემდეგ ამაღებინა. აქ ჩამოგვიყვანა, მე საბუთები არ გამიკეთა, ახლა ვხვდები, იმიტომ, რომ მე უკან დავბრუნდე, ბავშვი კი აქ დარჩეს. აქ ჩამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, ბავშვზე რომ უკვე შტატს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია, გადაწყვიტა, რომ განქორწინებაზე საბუთები შეეტანა. სარჩელში აღნიშნა, რომ თურმე მე ვავიწროებდი. როგორ უნდა შემევიწროებინა, არ ვიცი, მაგრამ სასამართლოზე მოუწევს ამის დამტკიცება.

ბავშვი წამართვა და არ მაძლევს შვილთან ურთიერთობის საშუალებას. დღეს მაჩვენა მხოლოდ 1 საათით ბავშვი.

ძალიან განვიცდი, საშინელ დღეში ვარ, განადგურებული და ისიც არ ვიცი, რა გზას დავადგე, რომ ჩემი ერთადერთი მარგალიტი დავიბრუნო", - ამბობს „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას ცისია პაკელიანი.


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge