8 აქამდე უცნობი ფაქტი ბრედ პიტის შესახებ

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 13:08

56 წლის წინ, ოკლაჰომაში დაბადებული ქერათმიანი ბიჭის ცხოვრების შესახებ ჩვენთვის არაერთი ფაქტია ცნობილი, თუმცა ორი გახმაურებული ქორწინების, შვილებთან ურთიერთობისა და მისი კინემატოგრაფიული მიღწევების გარდა, არის კიდევ რამდენიმე რამ, რაც შესაძლოა ბრედის შესახებ არ იცოდეთ.

1. საკუთარი საკალათბურთო გუნდი


ბრედის ბავშვობის ოცნებას კალათბურთელობა წარმოადგენდა. თუმცა, ყმაწვილი საკმარისად კარგი მონაცემების არ აღმოჩნდა და სპორტის ამ სახეობაზე უარის თქმა მოუწია. გარკვეული დროით ბრედმა ოცნება მაინც აისრულა, როდესაც საკუთარი საკალთბურთო გუნდი Cherokee Rejects შექმნა, მათი მწვრთნელი კი პიტის მამა გახლდათ.


2. სამუშაო El Pollo Loco-ში


მშობლიური ქალაქიდან ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, ბრედ პიტი თავის სარჩენად სხვადასხვა სამუშაოზე თანხმდებოდა. ერთ დროს, მსახიობს El Pollo Loco-ს რესტორანში ქათმის ფორმაც კი ჰქონდა გადაცმული.


3. გარკვეული დრო ფსიქიატრიულში


რას აღარ აკეთებენ მსახიობები როლში შესასვლელად, Twelve Monkeys სცენარის მიღების შემდეგ, პერსონაჟის როლის უკეთ მოსარგებად, ბრედ პიტმა რამდენიმე დღე ფილადელფიის ფსიქიატრიულში გაატარა, შედეგი თავად შეაფასეთ.


4. პილოტის ლიცენზია


ყოფილი მეუღლის, ანჯელინა ჯოლის დამსახურებით, ბრედს აქვს პილოტის ლიცენზია და მას საკუთარი თვითმფრინავით დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია მოხვედრა.


5. აკრძალვა ჩინეთიდან


პიტი ცნობილ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ჩინეთში შესვლა აკრძალული აქვს. მსგავსი განაჩენი ჩინეთმა მსახიობს ფილმ Seven Years in Tibet-ში მონაწილეობის მიღების შემდეგ გამოუტანა.


6. იაპონური ენა


როდესაც ცნობილ ადამიანებს ერთ ქვეყანაში დიდი დროის გატარება უწევთ, ლოგიკურია იმ ქვეყნის ენაზე ელემენტარულ სიტყვებს სწავლობენ. თუმცა, ბრედმა იაპონური ელემენტარულზე უკეთ ისწავლა და ამ ენაზე გამართულად საუბარი შეუძლია.


7. ნიშნობა გვინეტ პელტროუსთან


სანამ მსახიობის ცხოვრებაში ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი გამოჩნდებოდნენ, ის გვინეტ პელტროუზე იყო დანიშნული. ბრედი და გვინეტი ერთმანეთს 1994-97 წლებში ხვდებოდნენ, თუმცა ყველაფერი ქორწილის გარეშე დასრულდა.


8. ოსკარი, თუმცა არა როგორც მსახიობს


ბრედმა 2014 წელს ოსკარის ჯილდო არა საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის, არამედ ფილმ 12 Years a Slave-ის პროდიუსინგისთვის აიღო. 2020 წელს, პიტს მსახიობობაც დაუფასეს და ფილმში Once Upon a Time in Hollywood, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადასცეს მეორე ოსკარი.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge